სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს "ევროვიზიის" ფინალია

„ევროვიზიის“ 56–ე საიუბილეო კონცერტმა სტარტი 10 მაისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში აიღო. კონკურსისი ფინალი დღეს გაიმართება და ქართველ მაყურებელს კონცერტის ნახვა, პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

მიმდინარე წლის „ევროვიზიის“ კონკურსში 43 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ფინალში 25 მოხვდა. „ევროვიზიის“ წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად იღებენ მონაწილეობას, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. აღნიშნული ქვეყნები „დიდ ხუთეულად“ იწოდებიან და სწორედ მათი დაარსებულია „ევროვიზია“. გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ. მათი ხმები პროპორციულად, 50–50–ზე გადანაწილდება.

მიმდინარე წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით, ჯგუფი “Eldrine” სიმღერით „One More Day” წარსდგა. ქართული როკ–ჯგუფი 2010 წელს შეიქმნა და ექვსი წევრისგან შედგება. “Eldrine”–ის ვოკალისტი პროექტ „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილე, სოფო ტოროშელიძეა. თუმცა სოფო ჯქუფის წევრი, საქართველოს შიდა შესარჩევი კონკურსის შემდეგ გახდა. ცვლილებები 2011 წლის 28 თებერვალს მოხდა. გამარჯვებული ჯგუფის სოლისტი მომღერალი თაკო ვადაჭკორია იყო, რომელმაც ჯგუფის პროდუსერ კომპანიასთან კონტრაქტს მისთვის მიუღებელი პირობების გამო არ მოაწერა ხელი და არც კომპანია „ტიტანმა“ არ შეცვალა ხელშეკრულების პუნქტები. „ტიტანმა“ ახალი სოლისტიც მალე მოძებნა და საკონკურსო კლიპიც გადაიღო. სიმღერა „One More Day“ ინგლისურენოვანია. ტექსტის ავტორები ერნესტ ხეჩუმოვი და მიხეილ ჭელიძე არიან. მუსიკა კი ბესო ციხელაშვილს ეკუთვნის.

რაც შეეხება ფინალისტებს, საქართველოსთან ერთად მსოფლიო საზოგადოებას, სერბეთი, ლიტვა, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, უნგრეთი, ფინეთი, რუსეთი და ისლანდია წარუდგებიან. ქართული ჯგუფი კონკურსზე ბოლო, 25–ე ნომრით გამოვა. “Eldrine”–ის წევრების ჩაცმულობაზე დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილმა იმუშავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100