განქორწინების მიზეზი ნინის ამბიციები კი არა ქმრის ღალატი იყო?

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ახლადშექმნილი ოჯახის დანგრევის შესახებ ჭორები, თბილისში ნინის დაბრუნებისთანავე გავრცელდა. ამ ისტორიით 1 თვის წინ droni.ge - ც დაინტერესედა, ინფორმაციის მოპოვების პროცესში ორმა სანდო წყარომ ნინის და ირაკლი კუტალაძის განშორება დაგვიდასტურა და განქორწინების რამდენიმე მიზეზიც დაგვისახელა. თუმცა ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით ნინის კომენტარის გარეშე მასალის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ, თავად ნინი კი ჯიუტად დუმდა და ჩვენი ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად კითხვის დასმის საშუალებასაც კი არ გვაძლევდა.

თუმცა დღეს, ჟურნალ თბილისელებში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ნინი ბადურაშვილის განქორწინება უკვე „ტოპ ნიუსია“

„ნინიმ გამომიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა... ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - განაცხადა ირაკლი კუტალაძემ.

ირაკლის ინტერვიუს დღესვე გამოეხმაურნენ ნინის მეგობრები. მედიამელთან კომენტარი გააკეთა მომღერალმა ქეთა თოფურიამ, რომელიც ნინის მეჯვარე გახლდათ.

ქეთა თოფურია: არ ვიცი ოჯახში პრობლემები ქონდათ თუ არა, რადგან ეს მათი საქმეა და არ ვერეოდი. ვიცნობ ირაკლის, არ ჩანდა ისეთი, რომ ერბინა ჟურნალისტებში და ასეთი სისულელეები ეთქვა. თუმცა ჩემი აზრით ნინი აღარ უყვარდა და ამდენი სისულელეები იმიტომ მოიგონა, რომ მიტოვების მიზეზი ჰქონოდა.

კუტალაძეს ნინის სხვა მეგობრებიც აკრიტიკებენ. ბადურაშვილის ყოფლი ქმრის ინტერვიუს ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა მომღერალმა მაია დარსმელიძემაც. „წავიკითხე ეს ამაზრზენი სტატია, რომელსაც დაუზარებლად აშეარებს მთელი თბილისი... რა ვთქვა, შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მამაკაცის მხრიდან ასეთმა საქციელმა; ამ ბინძური ინტერვიუს გამომქვეყნებელმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა; ბოროტმა კომენტატორებმა... ძალიან მაინტერესებს ვის ჯერა, რომ ნინისნაირ ახალგაზრდა, ლამაზ და წარმატებულ ქალს გაუჭირდებოდა კანონიერი ქმრის ან შვილის ყოლა?... დიქლანდია“ - წერს დარსმელიძე.

აღსანიშნავია ისიც რომ, 1 თვის წინ droni.ge-სთან ინკოგნიტოდ ისაუბრა ნინის მეორე მეჯვარის თაკო გაჩეჩილაძის მეგობარმა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ირაკლი კუტალაძე ძველ შეყვარებულს შეურიგდა. ჩვენი წყაროსთვის უცნობი იყო იმ ქალის ზუსტი ვინაობა, რომლის გამოც ნინი მიატოვეს, თუმცა იცოდა, რომ კუტალაძის ძველი შეყვარებული რუსეთში მცხოვრები ებრაელი გახლდათ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმეჯერ ვცადეთ, მაგრამ ნინიმ და მისმა ოჯახის წევრებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. თუმცა თუ თაკო გაჩეჩილაძის მეგობრის ნაამბობი მართალია, გამოდის, რომ კუტალაძე იტყუება და განქორწინების მიზეზი არა ნინის ამბიციები არამედ მისი ღალატი იყო.


კომენტარი