სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეშინია ხალხს გიჟი არ ვეგონო, როდესაც შუა ქუჩაში არიებს ვმღერი" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ „seu art project”-ის დამაარსებელთან

ბექა მაქაცარია „seu art project”- ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ის უამრავ პროექტებშია აქტიურად ჩართული. ბექამ ახლახანს თეატრალურ უნივერსიოტეტში ლაბორატორია ჩამოაყალიბა, რომელიც ძალიან კარგ საქმეს ემსახურება. მასზე ამობებნ, რომ ძალიან ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდაა, რომლესაც ყველაფერი გამოსდის რასაც ხელს ჰკიდებსო.

დრონი. ჯი ბექა მაქაცარიას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბექამ ჩვენთან პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- ბექა, როგორც „seu art project” დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ალბათ სათქმელი ბევრი გაქვს, ალბათ, ბევრი შრომა ჩადე. რა გზა განვლე დაწყებიდან დღემდე ამ მიმართულებით?

- თავდაპირველად როდესაც სეუში ჩავაბარე არ მქონდა გეგმაში, რომ ხელოვნება ჩემი სფერო გახდებოდა, ან რაიმე მსგავს შევქმნიდი, მაგრამ როგორც უბრალო სტუდენტი, მივხვდი საუნევრისიტეტო სივრცეებს რაღაც აკლდა ამ კუთხით და დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. დღემდე მოსვლა ძალიან რთული იყო და ახლაც რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მოგვიწია ბევრი რამის დამტკიცება, არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. ბევრი იმედგაცრუება, კრიტიკა და წარუმატებლობა ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ მთავარია გაუძლო და წინ იარო მიზნისკენ. თავდაპირველად მინდოდა მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა აქტივობებში შემეტანა წვლილი, მაგრამ შემდგომ პროცესებში მივხვდი, რომ შემეძლო სტუდენტებისთვის კარგი სახელოვნებო პლატფორმა ვყოფილვიყავი და ახლაც ამას ვცდილობ.

- როგორც ვიცი, მრავალი წელია ყველაზე პოპულარულ პროექტებში, "x-ფაქტორსა" და "ნიჭიერში" ხარ ჩართული. მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, როგორია შენი წვლილი ამ პროექტების წარმატებაში?

- რაც შეეხება ჩემი ტელევიზიასთან ურთიერთობას, დაიწყო იმით, რომ ჯგუფი გავიყვანე პროექტ „ნიჭიერში“. შემდეგ თითქმის ყველა ტელევიზია და გადაცემა მოვიცავით და მეც დავიწყე მუშაობა. ამჯერად სხვებს ვეხმარები იმ გზის გავლაში, რაც თვითონ გავიარე. ძალიან დიდი გამოცდილებაა ტელევიზია ჩემთვისაც და ჯგუფისთვისაც. ვმუშაობდი ტელეკომპანია რუსთავი2-ში და იმედში სეგმენტ პროდუსერის პოზიციაზე.

- ამბობენ „საუცხოოდ მღერისო“ - ეთანხმები ამ მოსაზრებას თუ მიგაჩნია, რომ მეტად უნდა დახვეწო სიმღერა. როგორ მუშაობ საკუთარ თავზე?

- ჩემი სიმღერა? მხოლოდ მეგობრებისთვის. არ ვთლი რომ კარგად ვღერი, უბრალოდ ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჩემი ცხოვრება მიუზიკლი მგონია, სადაც ჩემს პერსონაჟს უყვარს სხვადასხვა სცენების სიმღერით გაფორმება და მეშინია ხალხს გიჟი არ ვეგონო, როდესაც შუა ქუჩაში არიებს ვმღერი.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ლაბორატორია შექმენი. რას ემსახურება შენს მიერ შექმნილი ლაბორატორია და თუ ასრულებს ზუსტად იმ დანიშნულებას, როგორც ჩანაფიქრში გქონდა?

- თეატრალურ უნივერსიტეტთან პროექტ „მეხელოვნებათი“ დავიწყე ურთიერთობა. არტ ლაბორატორია ემსახურება ზუსტად იგივეს, რასაც „seu art project”, უბრალოდ საჭირო იყო ამ ყველაფრის გაფართოება და ყველაზე კარგ ლოკაციად ხელოვნების ტაძარი ავირჩიე. ალბათ, ამ ყველაფერს კიდევ ექნება გაგრძელება და ყველა უნივერსიტეტს მოვიცავ.

- შეყვარებულ ადამიანს, სიმპათიურს და პოპულარულს, მეტწილად აქვს პრობლემები საყვარელ ადამიანთან. შენს შემთხვევაში როგორ ხდება? გვიამბე შენი სიყვარულის შესახებ!

- ან საქმე ან სიყვარული - ამ დილემის წინაშე რა თქმა უნდა ვარ და ძალიან ხშირად ვაწყდები პრობლემებს, ორივე მხრივ ვცდილობ დავაბალანსო ეს ყველაფერი და ალბათ გამომდის, რადგან ისიც ხელოვანია და მიგებს, მე კიდევ მისი გაგება მიწევს. ჩემთვის სიყვარულის ახსნა რთულია, არავისთვის მითქვამს მიყვარხარ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი სიტყვაა და გამოვიყენებ ერთხელ და სამუდამოდ.

- ბექა შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე

- 3 დეკემბერს 20:00 საათზე სეუს ახალ კორპუსში „seu art project”-ს ექნება ახალი შოუ- კონცერტის პრეზენტაცია. ვემზადებით გასტროლისთვის დამოუკიდებელ ბავშთა და ახალგაზრდა გაერთიანებასთან ერთად საქართველოს ყველა რეგიონში. დეკემბრისთვის ეს იქნება საახალწლო საჩუქარი საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ასევე 2019 წლის დასაწყისისთვის ვემზადებით საზღვარგარეთ გასტროლებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100