სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ნინო ქათამაძე ამოვიდა ჩემთან სცენაზე და ერთად ვიმღერეთ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მაგდა ივანიშვილთან

ახალგაზრდა და ნიჭიერი მომღერალი მაგდა ივანიშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და საკმაოდ წარმატებული სოლო-კონცერტები აქვს ჩატარებული. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგდა ამჟამად მღერის "Seu art project"- ში, იყო პროექტ "იქს-ფაქტორის" მონაწილე და ოთხი სკამის ტურშიც გადავიდა.

დრონი.ჯი დაინტერესდა ახალგაზრდა მომღერლის სამომავლო გეგმებით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- მართალია საზოგადოება გიცნობს, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა თავად წარუდგინო ჩვენს მკითხველს თავი - ვინ არის მაგდა ივანიშვილი?

- ვფიქრობ მეტ-ნაკლებად მიცნობს საზოგადოება, მაგრამ ვისაუბროთ მოკლედ. გამარჯობა. მე მაგდა ივანიშვილი ვარ 19 წლის , რომელიც მღერის. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ყველგან ვმღერი და ყოველთვი. სულ ეს არის. (იცინის)

- ბავშვობიდან მღერი, რამოდენიმე სოლო კონცერტიც გქონდა, რომელია შენი ყველაზე წარმატებული კონცერტი?

- დიახ, ბავშვობიდან ყველგან დავყავდი დედაჩემს, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ფორტეპიანოს გაკვეთილების მიმართ მქონდა. როდესაც მეკითხებოდნენ მომავალი პროფესიის შესახებ ვამბობდი - მინდა პიანისტი გამოვიდე-მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სიმღერას უფრო დიდი დრო დავუთმე და მივხვდი ეს იყო ჩემი საქმე. ყველაზე წარმატებულ კონცერტს რაც შეეხება, ყოველ წელს მქონდა სოლო კონცერტი სამუსიკო სკოლაში და დღემდე ყველაზე წარმატებულად ამ კონცერტებს ვთვლი. და ასევე მინდა გამოვყო მომენტი, როდესაც ნინო ქათამაძე ამოვიდა ჩემთან სცენაზე და ერთად ვიმღერეთ, ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო.

- აპირებ თუ არა რაიმე სატელევიზიო შოუ-კონკურსში მონაწილეობის მიღებას?

- ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად, რადგან არ შემიძლია ამ ყველაფრის გარეშე. ყველა კონკურსი რაღაც პატარა გამოცდილებას გმატებს, უამრავ ადამიანს იცნობ და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

- შენი ვიდეოები სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია და დარწმუნებული ვარ, შენს გულშემატკივრებს დიდი მოლოდინები აქვთ - რას ეტყოდით მათ?

-არ ვიცი პოპულარულია თუ არა. რაღაც კონკრეტული გათვლა არ მაქვს. ვდებ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა დავიმახსოვრო, ჩემს მეგობრებს ვაჩვენო, ხალხის აზრიც მაინტერესებს და ყოველთვის ძალიან მახარებს თბილი მესიჯები და კომენტარები. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასე აფასებს ჩემს ნამუშევარს.

- ზოგადად, შემოქმედს ხშირად სხვისი შემოქმედება მოსწონს, რაღაც მისეული იზიდავს, რაც შემდეგ მის შემოქმედებაზეც ასე თუ ისე აისახება. გყავს თუ არა ფავორიტი მომღერალი და გიახლოვდება თუ არა მისი სტილი?

- ძალიან ბევრ მომღერალს ვუსმენ. არ ვცდილობ რომელიმეს მივბაძო , უფრო ვსწავლობ მათგან ბევრ რამეს. ძალიან მომწონს Beyonce, ვგიჟდები jessie j- ტექნიკაზე Gaga- ხმაზე მაგრამ მაინც გამოვარჩევ, matthew bellamy- რადგან muse- მუსიკა და ემოცია ყველაზე ახლოსაა ჩემს შინაგან სამყაროსთან. ვფიქრობ, როდესაც მღერი ადამიანი, შენდაუნებურად აჩვენებ შენს პიროვნებას მსმენელს.

- პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლება რამდენად თანხვედრაშია შენს შემთხვევაში?

- დღემდე ვცდილობ დავძლიო რაღაც კომპლექსები, თუ ადამიანი შინაგანად არაა თავისუფალი, ვფიქრობ, მის შემოქმედებასაც დაეტყობა, რაც შემდგომ ხელს შეუშლის წარმატების მიღწევაში. მე, მაგალითად სცენაზე მოძრაობა მიჭირდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაც the ladybird-ში ვმღერი მაქსიმალურად მოვიხსენი ეს კომლექსიც და კიდე ვმუშაობ ამაზე. როდესაც ადამიანი მონდომებულია, ვფიქრობ, მისთვის შეუძლებებლი აღარაფერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100