„ყველაზე მეტად ერთფეროვნება მკლავს“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ანდრია გველესიანთან

გოგონების გულთამპყრობელმა, მომღერალმა და მსახიობმა ანდრია გველესიანმა უკვე დიდი ხანია საკუთარი ნიჭის წყალობით უამრავი ადამიანის გული გაათბო. ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტებში და აქტიური ცხოვრების წესით მოხიბლა ქართული საზოგადოება. ანდრია პირველად უკრაინულ x-ფაქტორით გახდა ქართველი მაყურებლისთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი.

დრონი.ჯი შეეცადა მკითხველისთვის უფრო ახლოს გაეცნო ახალგაზრდა მსახიობი და ჩაწერა მასთან ინტერვიუ. ანდრია თავის თაყვანისმცემლებს ძალიან დიდი მადლობას უხდის ამ დადებითი ემოციისთვის და ბევრ სიურპრიზს ჰპირდება გულშემატკივრებს.

- როგორია შენი, როგორც მსახიობის ერთი ჩვეულებრივი დღე?

-პრინციპში, არაჩვეულებრივი დღე მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მუშაობა არ გიწევს. ჩვეულებრივ დღეს რაც შეეხება, დილიდან რეპეტიცია, შემდეგ პატარა შუალედი (რა დროსაც შეგიძლია საქმეები მოითავო ან დასვენება მოასწრო, რასაც მე ვერ ვახერხებ, რადგან ისევ ჩემი საქმით ვარ დაკავებული , მუსიკით ან ვარჯიშით) შემდეგ ისევ თეატრში მიბრუნება და ზოგჯერ რეპეტიციის გადაბმა მეორე დღემდე.

-როგორც მსახიობსა და მომღერალს, უკვე გიცნობდნენ, რა მოგცა პროექ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მიღებამ პოპულარობის თვალსაზრისით?

-მანამდეც მყავდა ძალიან ბევრი გულშემატკივარი, გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი ძალიან ბევრ პროექტში, თუმცა ათასობით ადამიანი შეემატა გულშემატკივართა სიას და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისინი არ კარგავენ აქტუალურობას, ყოველთვის არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყოველთვის ელოდებიან ახალს ჩემგან. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავანებივრო ისინი და შევთავაზო საინტერესო სიახლეები. არასდროს ვჩერდები.

-როგორ ფიქრობ, რომელია შენი საუკეთესოდ შესრულებული როლი?

-ყოველ წელს სხვადასხვა მგონია, მაგალითად მესამე კურსზე ვითამაშე „მაკბეტი“ იუნესკოსი, ეს ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო იმიტომ, რომ ამ როლის შემდეგ მიმიწვიეს თეატრში. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული როლი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემთვის ყველაზე წარმატებული როლი დღესდღეისობით არის „ბრუტუსი“, რომელიც ახმეტელის თაეატრში დაიდგა. ეს პირველი როლია, რომლის სისუსტესაც ბოლომდე ჩავუღრმავდი. ზოგადად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა სუსტი პერსონაჟის დამუშავება, რადგან რეჟისორები ყოველთვის მაძლევდნენ ჰეროიკული გმირების პერსონაჟებს, ალბათ ვიზუალიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მეტად საინტერესო არის სუსტი ადამიანის თამაში, ახალი ხლია. ამას გარდა, ორი მიუზიკლი ვითამაშე და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო . „სამგროშიანი ოპერა“ მუსკომედიაში სადაც მექიდანას ვთამაშობ და ესეც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როლია, „ ჩხიკვთა ქორწილში“ ზაქარა, რომელიც წარმოდგენილი იყო black sea arena-ზე და წარმატებულია რა თქმა უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამხელა ისტორიას შევუერთდი.

- შენ ცეკვავ, მღერი, თამაშობ - ყველაზე კოფორტულად სად გრძნობ, თავს?

-მსახიობობაში იმიტომ, რომ მე ვარ მსახიობი, რომელიც ცეკვავს, მღერის და თამაშობს! ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაზე მრავალფეროვანია. მთელი ცხოვრება ხან ვინ მინდოდა ვყოფილვიყავი, ხან ვინ და მიხვდი რომ მინდოდა ვყოფილვიყავი მსახიობი, რომელიც ხან იმას ითამაშებდა ხან ამას...

-შენი გადმოსახედიდან, როგორია იდეალური ქალი?

- იდეალური ნიშნავს ყველაზე მეტად კომფორტულს, ანუ შენ მასთან თავს ძალიან კომფორტულად გრძობდე და ასევე ის შენთან. იდეალური ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს გაუგებ, შეიძლება ვერც გაუგო მაგრამ სწორედ ამას აქვს ძალიან დიდი „მუღამი“. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანი რომლის ხასიათსაც შენ გაუგებ!

-თავისუფალ დროს ვისთან და როგორ ატარებ?

-მეგობრებთან, ჩემს გიტარასთან და ისევ საქმეში. ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო მეგობრებთან. როდესაც ეს ფუფუნება მაქვს, ვცდილობ გავცდე აქაურობას. ვგიჟდები მთაზე და გაუვალ ადგილებზე, მოკედ ყველაზე მეტად მკლავს ერთფეროვნება. აქედან გამომდინარე ვცდილობ, რომ ერთფეროვანი არ იყოს არცერთი დღე.

-შენ ძალიან ახალგაზრდა ხართ, და მაინც, თაობების ზღვარზე დგახარ. თანამედროვე ახალგაზრდებში, შენს მომდევნო თაობებში რა მოგწონ ან რას შეცვლიდი?

-ბევრად თანამედროვე „ტიპები“ არიან. თეთრი შურით მშურს ხოლმე მათი, რადგან რეალურად მე 90-ანების ბავშვი ვარ. დალეწილი ფეხებით რომ გამოვიარეთ ეს პერიოდი, უშუქობა. ახლა შუქი რომ მიდის ხოლმე „heppy birthday to you“ - ანუ ყველას ჰგონია დაბადების დღე. აი, ჩვენ დროს ვიცოდით, რომ მეცხრე ბლოკის ამბავი იყო. სამეზობლოში მხოლოდ ერთ კაცს ჰქონდა გენერატორი, ყველა იქ უყურებდა ხოლმე სერიალებს, კარტის თამაში მიდიოდა, საბურავების დაწვა და ცეცხლის დანთება. ვფიქრობ რომ სახალისო ბავშვობა გვქონდა ჩვენც. ამ ბავშვობამ ძალიან გაგვაძლიერა და შეატყობთ ჩემი ასაკის ვინც არის, ხელოვნებაში მებრძოლი ხასითი აქვს. რაც შეეხებათ ახლებს, ძალიან მაგარია ის, რომ მარტივად იღებენ უამრავ ნიუსს და ინფორმირენბულები არიან.

-იდეალისტი თუ ხართ? გაქვთ თუ არა მკაცრად განსაზღვრული თქვენი შინაგანი კანონები?

-მე ვარ ადამიანი ჩარჩოების გარეშე. არ მიყვარს ვაკუუმი, რაღაც ცხოველური ინსტიქტები არის ჩემში, თავისუფლება და გაშლილი სივრცე, ყველაფერში ეს მიყვარს. ხელგაშლილი სიარული მიყვარს, თავისუფლად სუნთქვა, თუმცა მაქვს ის თვისებები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ და ძალიან მიხარია (თვისებები რომელიც აღზრდამ და ოჯახმა შემძინა).

-შენს ოჯახზე გვიამბე.

-ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს, გვიხარია ის რომ ყველასგან ძალიან დადებითი და კარგი დამოკიდებულება მოდის ჩვენს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ დამოკიდებული სოციუმზე. ეს კარგი დამოკიდებულება ჩვენც გვიბიძგებს ვიყოთ მხიარუოლები, პოზიტიურები, ბედნიერები და ვართ სწორედ ასე - ტკბილად და შრომისუნარიანად იმიტომ, რომ ორივე ვართ უკიდეგანოდ შრომისმოყვარეები და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.

-და ბოლოს, როგორია ის ანდრია გველესიანი, რომელიც სხვებისთვის არ ჩანს, ანუ, შიგნით, სულში რა ხდება, რას ვერ ხედავს პუბლიკა, ან თუნდაც მეგობრები?

-როგორც ყველა ადამიანს, ყოველთვის მაქვს შინაგანი ბრძოლები და ეს საინტერესოა. ჩემს თავს შევადარებდი „ჰამლეტის“ პერსონაჟს. ასეთი აზროვნება მაქვს, ზოგჯერ რომ ავლაპარაკდები და ღრმად წავალ ფიქრებში ძალიან მეცინება ჩვენზე - ადამიანებზე, საკუთარ თავზე. რაღაც კუთხით სწორია, როცა მსახიობს შეუძლია გარკვეული დოზით ირონია ჰქონდეს. მითუმეტეს საკუთარ თავზე, როდესაც ცხოვრებას შეხედავ ასე, ბევრად უფრო მარტივი იქნება. აი, ამ ღრმა ფიქრებში შესვლისას არის რაღაცეები, რაზეც მეცინება, ან რაზეც მეტირება და არის რაღაცეები, რაზეც ვღიზიანდები, ყველაზე მეტად მაღიზიანებს უსამართლობა და ღირსების ნაკლებობა. ღირსება არის ის, რაც განსაზღვრავს მის შინაგან და გარეგან სამყაროს.

კომენტარი