სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენ მეძავები არ ხართ, თქვენ ბო*ები ხართ"

თქვენ მეძავები არ ხართ,
თქვენ ბოზები ხართ
და
სულით ვაჭრობთ,
საკუთარი სულით.
რომ შეგეძლოთ ჩემსასაც იხმარდით,
მაგრამ
გიჟი ვარ,
თავისუფლება მირჩევნია,
უფლებას თავის მოკვლის.

ეს ცხოვრება არ არის დილემა,
უკეთესის რა გითხრა
და
უარესი აღარ არსებობს,
როცა
სიგარეტის ღერიც კი
იმდენად სრულყოფილია,
მის საქმეს ბოლომდე აკეთებს,
სხვისი არც არაფერში აინტერესებს.

რამდენჯერ ჩამივლია
ქუჩის განაპირა მდგომი ხეებისთვის
და
არ ჩამივლია ხელი,
ვერ მოადუნებენ ტოტებს,
ქარი მოტეხავს,
ფოთლებმა თავისი გზის იციან.

ახედე ცას
და
დაინახავ,
როგორ მიგაბეს ნერვებმა მიწაზე,
როგორ არ გინდა გიღალატონ,
როგორ გიჭერს ჰაერი
როცა
სიყვარულს სუნთქავ,
როცა სიცოცხლე გინდა,
როცა არ არსებობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100