სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“Sothbey’s” აუქციონზე შაგალის ალბომს გაიტანს

“Sothbey’s”–ის აუქციონზე მარკ შაგალის, 85 გვერდიან ესკიზების ალბომს გაიტანენ. აღნიშნული ალბომი აუქციონის საშუალებით არასდროს გაყიდულა. იგი მოიცავს ფანქრებით, მელნითა და აკვარელებით შესრულებულ ესკიზებს. ნახატებს შორის შაგალის ავტოპორტრეტიც არის. ასევე მხატვრის ცოლის, ბელას პორტრეტი, რომელიც 1944 წელს გარდაიცვალა.

ალბომის რვა გვერდი ფრანგული ლექსების თარგმნას ეთმობა, რომელზეც მხატვრის მეუღლე მუშაობდა. ამასთანავე ალბომის რამდენიმე ფურცელი მეფე დავითის ესკიზებს დაეთმო.

ნახატები 1940 წლიდან 1960 წლამდეა შესრულებული. შაგალის აღნიშნული ნამუშევარი არის ერთადერთი ექსპონატი, რომელიც კერძო კოლექცონერის საკუთრებაა. რაც შეეხება ალბომის ღირებულებას, დეტალური მონაცემები ამის შესახებ არ გავრცელებულა. თუმცა ნამუშევარს პირვანდელი სახე შენახული აქვს და მისი საწყისი ფასიც საკმაოდ მაღალი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100