ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

"ჭიდაობას ექნება გრანდიოზული კომპლექსი და "თბილისი 2016" აუცილებლად ჩატარდება. თქვენთან ერთად მე ამას შევძლებ" - ლუკა კურტანიძე.
15-16
ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, UWW-ს (FILA) ბიუროს წევრი ახროლ რუზიევი. სტუმარს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი, 2016 წელს თბილისში მსოფლიო ჩამპიონატის ჩატარებისათვის აუცილებელი წინა მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმა- ინსპექტირებაა.
ვიზიტის ფარგლებში რუზიევმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, მსოფლიო ჩამპიონატის ჩატარებისათვის განკუთვნილი ადგილ-მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა მშენებარე სპორტული ობიექტები დაათვალიერა. ასევე, გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან და ქ. თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, რომელმაც სტუმარს დაუდასტურა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა და გააცნო ქალაქის ინიციატივა - საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციისთვის, პირად საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, რომლის საბაზრო ღირებულებაც, დღეისათვის ორ მილიონ ლარს აღემატება და რომელიც ჭიდაობისათვის გრანდიოზული კომპლექსის მშენებლობას მოხმარდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჭიდაობის ფედერაციას დღემდე პირად საკუთრებაში არ გააჩნია არცერთი უძრავი ქონება და ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფო, ნაცვლად სპორტული ობიექტების გასხვისებისა და პროფილის შეცვლისა, დგავს რეალურ ნაბიჯებს ჭიდაობის განვითარებისთვის.
რუზიევი, ასევე, გაეცნო ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს და ლუკა კურტანიძეს წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარი