სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია აღმაშენებლის ხეივანში, დამტვრეულია 4 ავტომობილი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 37 წლის ქალბატონი დაშავდა. დაიმტვრა ოთხი მანქანა.

შემთხვევა აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის გადაკვეთისას მოცურდა. მანქანა თავდაპირველად სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა და შემდეგ რესტორან "მონოპოლის სადგომზე გაჩერებულ მანქანებს. 

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100