სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთაგან ოთხ პირს პატიმრობა წამების, დანარჩენს კი პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყროის მუხლით შეეფარდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, დაკავებულთა ადვოკატმა კი მედიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, გუშინ საგანგებო ბრიფინგის ფარგლებში აღნიშნა, რომ მეთერთმეტე ეჭვმიტანილს, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100