სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინამ, საქართველოს იმიჯის შესალახად, ხაინდრავას 45 ათასი ევრო მისცა

პოლიტიკურ გვამად ქცეული გოგა ხაინდრავა, მართალია პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას რეჟისორის სავარძლიდან აგრძელებს. ანტიქართულ საქმეში კი მისი მთავარი დამფინანსებელი, რა თქმა უნდა, ბიძინა, იგივე ბორის ივანიშვილია.

გუშინ ივანიშვილის კონტროლირებად „მეცხრე არხის“ ეთერში, ხაინდრავას ფილმი გავიდა, სადაც ხაინდრავა (რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კურდღლებს ეძახის) გმირის როლში გვევლინება და ქვეყნის შავ პიარს ეწევა.

მაგალითები კი, „თითიდან გამოწუწნული“ და ათასჯერ გადამღერებულია - აქციები, ტელეიმედი, პრეზიდენტის ფრაზა ნულოვან ტოლერანტობაზე, რომელიც სააკაშვილმა დამნაშავეთა წინააღმდეგ გამოიყენა და რუსული აგრესია...

საგულისხმოა რომ ფილმს მხარდაჭერა ე.წ. საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა გამოუცხადა (გია ხუხაშვილი). ცნობილია, რომ ეს ინსტიტუტი ივანიშვილის ხოტბა-დიდებით გამოირჩევა და ოლიგარქს, საამებლად, მისეული მონიტორინგის შედეგებს ხშირად ახუტებს გულში.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ფილმის დაბალი რეიტინგის მიუხედავად, „ლეხაინდრავოს“ ნაღვაწს ბიძინა საზღვარგარეთ ტირაჟირებს უპირებს. ეს „ქართული ფილმის“ გადარჩენისთვის გაღებული ქველმოქმედება არ გახლავთ.

ოლიგარქი მილიონობით ლარს ყრის, რომ როგორმე საქართველოს სახელი გაუფუჭოს. როგორც ჩანს, ქართულ ღვინოზე გაკეთებულ განცხადებას შედეგი არ მოჰყვა და ახლა ამ ფილმით უნდა ოლიგარქს „ევროპა გააოცოს“ - თუ როგორი არასტაბილური ქვეყანაა საქართველო.

ოლიგარქმა უკვე ჩაუტენა ჯიბეში 45 ათასი ევრო გოგა ხაინდრავას და უბრძანა ფილმი უცხოურ ბაზარზე არჩევნებამდე გაიტანოს.

ივანიშვილისა და ხაინდრავას მიზანი გავლენიანი გერმანული გამოცემა „შპიგრლი“ გახდა, ოლიგარქის გათვლით, ანტიქართული ფილმის განთავსება გამოცემის ოფიცალურ ვებ გვერდზე, ვიდეოს სახით უნდა მოხდეს.

„droni.ge“ ხაინდრავასთან დაკავშირებას მთელი დღეა ცდილობს, თუმცა აოცნებებულ ხაინდრავას ჩვენთან საუბარი არ სურს (ბიძინავიზიის წარმომადგენლებს ესაუბრება მხოლოდ). ხაინდრავა, ბიძინავიზიის ერთი გადაცემიდან მეორეში მოგზაურობს და პოლიტიკურ განცახადებებს აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100