4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ოპერაციებს, ფული უაზროდ არ დახარჯოთ. არ დაივიწყოთ მეგობრები, მათთან კავშირი თქვენს დადებით ემოციებთან პირდაპირ კავშირშია.

კურო – დღეს უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრა, ან სატელეფონო მოლაპარაკება გელოდებათ. საღამოს შეეცადეთ ახლობლებს იმედები არ გაუცრუოთ.

ტყუპები – აქტიური სამუშაო დღე გელოდებათ. მოგიწევთ ორატორული ნიჭის გამოყენება.

კირჩხიბი – დილა სამსახურში დაკისრებული მოვალეობების შესრულებით დაიწყება. დღის მეორე ნახევარში არარსებული საფრთხის შიში გაგიჩნდებათ.

ლომი – დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. ადვილად მოიძიებთ თანამოაზრეებს და დასახულ გეგმას მალე შეასრულებთ.

ქალწული – დღის განმავლობაში დეპრესიული განწყობაა მოსალოდნელია. ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას ნუ მოერიდებით.

სასწორი - დღეს თანამშრომლებთან ურთიერთობა გამწვავდება. ემოციებს ნუ აყვებით, თავი აარიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.

მორიელი – დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან კონფლიქტს ელოდეთ. საღამოს ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

მშვილდოსანი – თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ, ყურადღება მიაქციეთ მართვისა და სარეკლამო სფეროს.

თხის რქა – გართობისათვის ვერ მოიცლით, დღის უმეტეს დროს სამსახურს დაუთმობთ. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

მერწყული – დღეს სიჯიუტის დრო არ არის. სასიყვარულო ურთიერთობაში გააქტიურება გმართებთ.

თევზები – დღეს დაავადების რისკი გაიზრდება. ასე, რომ დაძაბულ და შრომატევად საქმიანობას თავი აარიდეთ.

კომენტარი