პატრიარქი: "უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა მადლი მოგვივლინოს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ხარების ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის აღვლენის შემდეგ მოყვასისადმი სიყვარულის მნიშვნელობაზე იქადაგა:

"უფლის მადლი ადამიანში შობს სიყვარულს, სიყვარული - სიხარულს და ადამიანი ბედნიერია. დღეს ყოველი ჩვენგანი გულიდან ამოსული ლოცვით ვღაღადებთ, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა მადლმოსილი, სულიწმინდა გადმოვიდა მასზე. ამიტომაც ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ ადამიანს უფალმა მოუვლინოს მადლი". - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარი