სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იუთუბზე“ „ქართული ოცნების“ ემბლემით ქსენოფობიური ვიდეორგოლი აიტვირთა

განახლებულია: 27.02.2011; 20.45 სთ.

უკვე მეორე დღეა, „იუთუბზე“ ტრიალებს ქსენოფობიური ვიდეორგოლი საქართველოს პრეზიდენტის თითქოსდა სომხური წარმომავლობის შესახებ. რგოლის ავტორად პორტალზე "ფეისბუქზე" "ქართული ოცნების" გვერდია მითითებული.

"მიშა, შენ სომეხი ხარ! ნუ მალავ სიმართლეს!" – ასეთი წარწერაა კლიპის ბოლოს, "ქართული ოცნების" ემბლემის გამოჩენამდე.

ვიდეოს ავტორად პორტალზე მითითებულია Georgian Dream , რომლის „ფეისბუქზე“ გვერდის ბმული იქვეა მითითებული და სოციალურ ქსელზე დარეგიტრირებულია, როგორც „ქართული ოცნების რეგიონული გვერდი“.

ამ კლიპთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. "ტრიბუნა" აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელის ნონა ყანდიაშვილის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სახელით „იუთუბზე“ სააკაშვილის "სომხურ წარმომავლობაზე" გამოქვეყნებულ ვიდეოროგოლს საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100