უფრო დიდია მიზეზი, ვიდრე... - რას ჰყვება სკოლის დირექტორი ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირებაზე

"კურიერი" ესაუბრა ის სკოლის დირექტორს, რომლის მოსწავლემაც ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება გადაიღო. ფაქტს სკოლა ადასტურებს, თუმცა მათივე ინფორმაცით, ფაქტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა.

როგორც სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტის გაცნობიდან მალევე მომხდართან დაკავშირებით ის შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა.

"მივმართე, ვისაც შემეძლო - სამინისტროს, რესურსცენტრს, ფსიქო-სოციალური მომსახურების სააგენტოს. გავაკეთეთ რეფერალი. ბავშვეთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მოხდა, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. უფრო დიდია მიზეზი, ვიდრე მე შეიძლება 1 წინადადებით ვთქვა. ამიტომაც ფსიქომომსახურების სააგენტოს იმიტომაც მივმართე, რომ ამ ბავშვებთან იმუშაონ ფსიქოლოგებმა," - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ცნობისთვის, აჭარაში მერვე კლასის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, ვიდეო გადაუღეს და Tik Tok-ზე განათავსეს. კადრებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარი