თიბისის მხარდაჭერით, „ჯითისი ჯგუფის“ სამშენებლო მასალების ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის - „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის - ჯითისი რენთის“ ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანიაანაგია“.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის - Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, რომელმაც ამიერკავკასიის რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა და ბეტონის მონიტორინგის სისტემა წარადგინა.

2020 წლიდან, „ჯითისი ჯგუფისაქართველოში Doka-ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ჯგუფი, Doka-სთან ერთად, საქართველოში სამშენებლო მასალების ისეთი ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform და სხვა.

პრეზენტაციაზე „ჯითისი ჯგუფმა“ დამსწრე საზოგადოებას საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით კომპანიის სერვისებიც გააცნო. ჯგუფის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურება, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაცია, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადება, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურება. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასდა მონიტორინგს უზრუნველყოფენ.

ჯითისი ჯგუფი“ ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის“ ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“, „ნამაი ვაკე“, „ბლექ სი თაუერსი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ და სხვა.

2016 წლიდან თიბისი „ჯითისი ჯგუფის“ ფინანსური პარტნიორი და ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის განვითარებას მხარდამჭერია.

სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორში, თიბისი ბაზრის ლიდერია.

კომენტარი