სათაური: 16 მაისის აქცია 23 მაისის აქციის რეპეტიცია იქნება? - დაიკავებს თუ არა ვარლამ გოლეთიანი ვასაძის პარტიაში საპატიო ადგილს?

16 მაისის აქცია 23 მაისის აქციის რეპეტიცია იქნება? - პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ლევან ვასაძის 10-15 კაციან ბირთვში ვარლამ გოლეთიანიც იქნება.

როგორც ჩანს, მწერალი და რეჟისორის, გურამ ქართველიშვილის პროგნოზი ხდება და ვასაძის ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა და რიონის სახალხო მოძრაობა გაერთიანებას გეგმავენ.

"გაერთიანებას გეგმავენ და სწორედ ამიტომ დაამთხვიეს აქციები" - წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. "ერთობა, რაობა, იმედი"-ს ლიდერმა პრესკონფერენციაზე ნამახვანიც ახსენა.

"ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი...ასევე ჩავალ ნამახვანშიც“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

რა უნდა ნამახვანში ვასაძეს და როგორი აპოლიტიკურია ვარლამ გოლეთიანის გეგმები, როგორც ის ამას ტრიბუნიდან ღაღადებდა, სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება. დადასტურდება თუ არა პოლიტიკურ კულუარებში გაჟღერებული ინფორმაცია და დაიკავებს თუ არა რიონის ხეობის ე.წ. მცველი ადგილს პრორუსი ლევან ვასაძის ახალ პარტიაში, დაზუსტებით, 16 და 23 მაისის აქციებზე ვიხილავთ.

კომენტარი