სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

დღეს, საღამოს 9 საათზე იხსნება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“.

ფესტივალში მონაწილებას იღებს მსოფლიოს 14 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, ესპანეთი, ბულგარეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, კუბა, ყაზახეთი, ლიბანი, პორტუგალია და ლიტვა. ნაჩვენები იქნება 57 ფილმი.

ჟიურის წევრები არიან: რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, სტანისლავ სემერჯიევი - სოფიის დრამისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კინომცოდნე ირინა დემეტრაძე.

ფესტივალი გაიმართება სამი დღის განმავლობაში. 20 ივნისს 5 ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი, ასევე ჟიურის პრიზი, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელებსაც გადაეცემათ სერთიფიკატები და პრიზები.

ფესტივალი 2007 წლიდან ყოველწლიურად, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იმართება. ფესტივალი „ამირანი“ ეროვნული კინოცენტრისა და მერიის მხარდაჭერით იმართება.


კომენტარი