"შენი შვილი პატარაა ჯერ ამის გასაანალიზებლად" - ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი დარინას მეგობარი

ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისი-ხონისგზაზე ავარიას ემსხვერპლა ქუთაისში მცხოვრები დარინა კვერნაძეა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თვითმხილველების თქმით, გოგონა ავტომანქანით ჩქარა მოძრაობდა და რის გამოც დაეჯახა სატვირთოს, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა.

„რამდენი ღამე გვითენებია, როგორ ვისაუბროთ შენზე წარსულში. როგორ გამოაკლდი ჩვენს ჯგუფს. გამძლეობა შენს ოჯახს. შენი შვილი პატარაა ჯერ ამის გასაანალიზებლად“ – წერენ გოგონას მეგობრები სოციალურ ქსელში.

კომენტარი