ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე ბატონი სელიმ ბერენტი დაინიშნა და ის მოვალეობების შესრულებას 2020 წლის 24 სექტემბრიდან შეუდგა.

ელიმ ბერენტმა სტამბლის ქოჩის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი დაამთავრა 1998 წელს. ის, ასევე, არის რობერტ კოლეჯის(სტამბლი) კურსდამთავრებული.

სელიმ ბერენტმა კარიერა 2003 წელს დაიწყო, როგორც ფინანსურმა კონტროლიორმა Roche Diagnostics-ში, სტამბლში. შემდეგ ის მუშაობდა Pricewaterhouse Coopers-ში (სტამბლი) უფროს კონსულტანტად, კომპანიებს კონსულტაციას უწევდა ფინანსური მიმართულების ეფექტურად მართვაში. 2012 წლის ნოემბერში მან კარიერა ბაქოში, ოქროს მომპოვებელ კომპანია AIMROC-ში განაგრძო, როგორც ფინანსურმა დირექტორმა.

ბატონი ბერენტი სსპაშა ბანკ საქართველოს” 2019 წლის აპრილში შეუერთდა, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიული მიმართულებით. აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნისას, სელიმ ბერენტმა ეფექტურად იმუშავა ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებზე.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარი