სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს და მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საპროცედურო საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

როგორც 20/20-ის მიმართვაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მზად არის დაეხმაროს ემიგრანტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.


თუ გაქვთ კითხვები საკონსულო აღრიცხვასთან ან ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ან შეგექმნათ ტექნიკური და სხვა სახის პროცედურული პრობლემა, დაგვიკავშირდეთ. ტელეფონის ნომერზე: +995 577148118. WhatsApp, Viber, Telegram, Signal; + 995 599404185 WhatsApp, Viber, Telegram, Signal ან მოგვწეროთ სამოქალაქო პლატფორმა 20/20- Facebook Messenger-ში. ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს მონაწილეობას არჩევნებში და დავიცავთ თქვენი ხმის უფლებას“.- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარი