სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შაკოსთვის ვერთიანდებით" - 24 წლის მხატვარი ლეიკემიას ებრძვის, ჩვენ კიდევ ერთი სიცოცხლე შეგვიძლია გადავარჩინოთ ერთად

#შაკოსთვისვერთიანდებით !!!ერთად დავამარცხოთ ლეიკემია.
მას ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს. ის 24 წლის შვილია იმ დედის, რომელსაც ახლა ცრემლები სდის. ის შვილია იმ საქართველოსი, რომელსაც იმის საშუალება არ აქვს, რომ 120000 დოლარიანი სიცოცხლე იხსნას.

ნიჭიერი მხატვრის შაკო შკვანის პრობლემა 7 თვის წინ დაიწყო, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმებმა მძიმე დიაგნოზი - ლიფობლასტური ლიმფომა დაუდგინეს .შაკოს თურქეთში გადაყვანა აუცილებელი გახდა, ოჯახმა ყველა რესურსი გაიღო, მესტიაში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო და შაკოს ქიმიოთერაპიის 2 კურსი თურქეთში ჩაუტარდა. მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ვერაგი დაავადება მესამე კურსის მერე პროგრესირდა და მწვავე ლეიკემიად ჩამოყალიბდა. შაკოს ამ დააავადების დასამარცხებლად მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და შემდგომ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედის გადანერავა ესაჭიროება, რისთვისაც 120000 დოლარია დამატებით საჭირო. მას ჩვენი თანადგომის და კეთილი ადამიანების მხარდაჭერის იმედი აქვს. ერთად დავამარცხებთ ვერაგ დაავადებას.
#ლეიკემიაგანაჩენიარარის.
ამიტომ შენ, ახლა თბილ სავარძელში რომ ზიხარ... შენც, სიცივეში გარეთ რომ დგახარ და ლუკმა-პურისთვის შრომობ... შენც, ვისაც გგონია რომ აქეთ დასახმარებელი ხარ და შენც, ვინც ფიქრობ, რომ მხოლოდ გაღებული ერთი ლარით ვერაფერს უშველი...იცოდე რომ თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, თითოეული თეთრი გადამწყვეტია, თითოეული ადამიანის თანადგომა ის პულსია რომელიც არ უნდა გაწყდეს, არ უნდა გაჩერდეს...ამიტომ არ გავაჩეროთ პულსი, არ მივცეთ სიცოცხლეს შეწყვეტის უფლება და კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ ერთად. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს გამოგვივა შაკოსთვის.
მადლობას გიხდით ყველას, ვინც შაკოს დახმარება მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერით გამოხატა.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები:ირაკლი შუკვანი

საქართვლოს ბანკი
#GE52BG0000000149899600

თიბისი ბანკი
#GE09TB7691345061100106



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100