ძლიერი ხანძარი აფხაზეთში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან.
წუხელ, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც სოფელ ფსხუს მიმდებარედ 10 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

„ხანძარი ვრცელდება მაღალმთიან, ტექნიკისთვის მიუწვდომელ ადგილებში. მისი ჩაქრობა მხოლოდ სპეციალური ავიაციის საშუალებითაა შესაძლებელი“- ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, შესაძლოა, მათ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.

კომენტარი