სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. სასულიერო პირი მღვდელმსახურებას საბერძნეთის ეკლესიაში ეწეოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.

ქრისტეფორე წამალაიძის გვარმა, ბოლოს, მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გაიჟღერა. ყოფილი სასულიერო პირი, მამა ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დაადანაშაულეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100