სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სართულებს შორის იყო გაჭედილი და შველას გვთხოვდა, პირველი სართულიდან გამოვიყვანეთ ფერდაკარგული" - ფეხმძიმე ქალი ლიფტში გაიჭედა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ფეხმძიმე ქალი ლიფტში, სართულებს შორის გაიჭედა.
'' 15 წუთი მაინც იყო სართულებს შორის გაჩერებული ლიფტი და შველას გვთხოვდა. საბოლოოდ პირველი სართულიდან გამოვიყვანეთ ფერდაკარგული ძლივს ლაპარაკობდა, ახლა კარგადაა მაგრამ ეს ლიფტი სანამ ვინმეს ბოლომდე არ შეიწირავს მანამდე არ მოვლენ და არ გააკეთებენ'', - ამბობს აღმაშენებლის 112-ში მცოვრები ჯულიეტა საკანდელიძე. მისი თქმით, ორსულმა ქალმა ლიფტი მეთორმეტე სართულიდან გამოიძახა.



ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტი, რომელიც ექსპლუატაციაში ორი წლის წინ შევიდა მუდმივად საფრთხის შემცველია, რის გამოც ისინი 14 სართულიან კორპუსში ხშირ შემთხვევაში ფეხით გაადგილდებიან.


"ერთი თვის წინ ბავშვი ჩავარდა ისიც ძლივს გადარჩა. ეს ლიფტი არის სასწრაფოდ მისახედი", - ამბობენ ადგილობრივები.

ფეხმძიმე ქალი გუშინ, საღამოს სართულებს შორის გაიჭედა.

აღმაშენებლის გამზირის #112 საცხოვრებელ კორპუსში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100