"ბიკის გარდაცვალების მერე მეშინოდა, დეპრესიისკენ არ წასულიყო, თუმცა ჩვეულებრივ იქცეოდა, ალბათ უკვე დაგეგმილი ჰქონდა" - ლენოს დედა პირველად საუბრობს შვილის თვითმკვლელობაზე

ივნისში 15 წლის მოზარდი ლენო გვარჯალაძე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. როგორც გაიკრვა, გოგონამ თავისი მეგობრების სიკვდილი ვერ გადახარშა და სუიციდის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ავტოკატასტროფაში დაღუპული ბიჭების ამბავი მოიაზრება.

ლენო მუსიკოს გიორგი გვარჯალიაძისა და ჟურნალისტ ლულუ კახიანის უფროსი შვილი იყო. წყვილს კიდევ ჰყავთ ერთი გოგონა. სოციალურ ქსელში გიორგის პოსტებიდან ნათლად ჩანს, რომ მუსიკოსი საკუთარ თავს ვერ პატიობს იმ ფაქტს, რომ შვილი ვერ გადაარჩინა.

ლულუ კახიანი პირველად საუბრობს საჯაროდ გარდაცვლილ შვილზე და მის შესახებ სხვადასხვა ამბებსა თუ ხასიათის შტრიხებს იხსენებს. ჟურნალისტი music box-თან ყვება იმასაც, თუ როგორ ცდილობენ მომხდარის გადახარშვას ოჯახის წევრები და რაზე საუბრობენ ხოლმე ლულუ და გიორგი, როცა ლენოს იხსენებენ.


კომენტარი