სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლიანი გარჩევა თბილისში - პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა

სისხლიანი გარჩევა თბილისში - მოქალაქეები, პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ავტომობილით მასში მონაწილე პირები "ლისის ტბის" მიმართულებით წავიდნენ. სწორედ იქ მოხდა სისხლიანი დაპირისპირება.

41 წლის გოჩა ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან - ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან, მოუვიდა, რომელთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა.

41 წლის გოჩა ვეფხვაძის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ. მამაკაცს
მრავლობით ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ინციდენტში მონაწილე პირებმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100