"არტერიაზე უკბინა და მალევე გარდაიცვალა' - ხარაგაულში, კრაზანას ნაკბენმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში კრაზანას ნაკბენით 68 წლის ბადრი გელაშვილი გარდაიცვალა.

"კრაზანების ბუდე სახლშია გაკეთებული. იქვე იყო, როდესაც არტერიაზე უკბინა და მალევე გარდაიცვალა. გული აწუხებდა და ხშირად ავადმყოფობდა" - ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევა გუშინ შუადღეზე მოხდა.
ორი თვის წინ, კრაზანას კბენისგან სოკოს კრეფის დროს ზესტაფონში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი