ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში ნარკოზის მიღების დროს გარდაიცვალა?

მარიამი 19 წლის სენაკელი გოგონაა, რომელიც თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ცხოვრებაში ბევრი მიზანი ჰქონდა და მათ მიღწევას ეტაპობრივად აპირებდა, თუმცა რომ არა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედია, ალბათ ბევრ ოცნებასაც აიხდენდა.

როგორც დრონი.ჯი-სთან გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, გოგონას ოპერაციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ჩაუტარდა სხვადასხვა სინჯები. მალე ოპერაციაც უნდა დაწყებულიყო, თუმცა ორგანიზმში ნარკოზის შეყვანისთანავე განვითარდა ანაფილაქსიური შოკი. ოჯახის წევრების თქმით, გოგონას ორგანიზმში დიდი დოზის ნარკოზი შეიყვანეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

გოგონა კომაში ჩავარდა და გული გაუჩერდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი გარდაიცვალა.

კომენტარი