სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯალათის დამტკიცება არ მოხდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე“ - გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს დღეს 7 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

„გაერთიანებული ოპოზიცია“ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგინებას დღეს პარლამენტის წინ აქციაზე გააპროტესტებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტთან გაეთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება საბოლოოდ დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით შეაფურთხა, როგორც სახელმწიფოსაც, ოპოზიციასაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც. ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტიის მხარდამჭერს მოუწოდებს, რომ დღეს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ და ხელისუფლება აიძულონ რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად არ დაამტკიცოს:

„დღე მშვიდობისაო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი, რომ გაგრძელდეს დაპირისპირება და საშუალება არ მისცეს სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისათვის. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, იმის მაგივრად რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისათვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეს არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსათვის, საზოგადოებისთვის, ოპოზიციური სპექტირისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს და ჯანმრთელობა დაკარგეს. არცერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს გახარიად და არც ქართული ოცნების ხელისუფლებად, რომელიც არის განწირული და დაპირისპირებული საქართველოს მოქალაქესთან და ოპოზიციურ სპექტრთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან შეცვალეთ ეს კანდიდატურა, ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას,

ჩვენ ყველა წევრს და მხარდამჭერს, მხდველობაში მაქვს გაერთიანებული ოპოზიცია, დღეს 7 საათზე პარლამენტთან, ხმამაღლა ვთქვათ ის ჩვენი სათქმელი რაც გვაქვს და რაც იმას ნიშნავს რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავისთავს ხელისუფლებას ეძახის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, ამ ადამიანის დამტკიცება არ მოხდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე .“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100