ინოვაციური ტექნოლოგია და შეუფერხებელი კავშირი მოწყობილობებს შორის - EMUI 10

HUAWEI-მ დეველოპერულ კონგრესზე ინოვაციური EMUI 10 ოფიციალურად წარადგინა. ახალი EMUI 10-ის საშუალებით კომპანია მომხმარებელს მოწყობილობებისა და აპლიკაციების შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, სხვადასხვა მოწყობილობაზე გათვლილი ახალი ინტერფეისი, ამცირებს დანახარჯებს და ამავდროულად, ზრდის ეფექტიანობას.

HUAWEI- მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის განყოფილების პრეზიდენტის, ვონგ ჩენგლუს განმარტებით, EMUI 10 თავის მომხმარებლებს ნებისმიერ გარემოში, შესაბამისს გამართულ ფუნქციონირებას სთავაზობს. თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი ტექნოლოგია სხვადასხვა სცენარისთვის შესაბამისს სპეციალურ პროგრამებს ავითარებს, როგორიცაა მაგალითად აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელება ნებისმიერ სიტუაციაში, საქმიანი დავალებების შესრულება სხვადასხვა მოწყობილობებს შორის და სმარტ მოწყობილობების ფუნქციონირება, რომლებიც ავტომობილშია დამონტაჟებული.

EMUI-მ შესაძლებელი გახადა კავშირი როგორც რამდენიმე მოწყობილობას შორის, ისე მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის და განაგრძობს სერვისის გამოცდილების გაუმჯობესებას ყველა შესაძლო გარემო პირობებში.

ვონგ ჩენგლუს განცხადებით, EMUI 10-ის ბეტა ვერსია შიდა ტესტირებას HUAWEI P30 სერიაზე, ხოლო მოგვიანებით, 8 სექტემბრიდან, ყველა სხვა მოდელებზე გაივლის. EMUI 10 ასევე ხელმისაწვდომი იქნება Mate სერიის პროდუქტების მომავალ თაობისთვისაც.


ამჟამად, EMUI 500 მილიონზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს ითვლის 216 ქვეყანაში და მას 77 ენის მხარდაჭერა გააჩნია. ტექნოლოგიური განვითარება 2012 წელს, EMUI 1.0-ის შექმნის დღიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, კომპანია HUAWEI კი ამაზე ნამდვილად არ ჩერდება და განაგრძობს ტექნოლოგიის გაუმჯობესებას. მზარდ სტატისტიკაზე დაყრდნობით, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც სმარტფონებს EMUI 10– ით განაახლებენ, 150 მილიონს მიაღწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, HUAWEI-მ დიდი ინვესტიცია განახორციელა EMUI-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, რათა სისტემის მუშაობა უფრო მეტად გაეუმჯობესებინა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი