სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტიოკუპაციური შეფუთვა სანქციების მიზეზი გახდა - "მაკნატუნაში" შემოსავლების სამსახური შევიდა

ანტისაოკუპაციო შინაარსის პროდუქცია და ხელისუფლების სანქციები მწარმოებლების მიმართ - მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია „მაკნატუნა“-ში მოულოდნელად შემოსავლების სამსახური შევიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მაკნატუნამ“ საკუთარი პროდუქციის შეფუთვაზე მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.

კონკრეტული სანქციები იქნა გატარებული ასევე ამ კომპანიის დამფუძნებლის ოჯახის წევრების მიმართაც. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ შევიწროების მიზეზი სწორედ ანტისაოკუპაციო გამოსვლების მიმართ მათი სოლიდარული განწყობა გახდა.

„ შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც ეხებოდა ოკუპაციას. გავითვალისწინეთ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და გულისტკივილი. ეს ჩვენი ახალი პროდუქტი ჩვენმა მეგობარმა, თორნიკე ცერცვაძემ მიიტანა თბილისში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც მოხდა ასეთი ფაქტი, რომ თორნიკე გამოუშვეს რაგბის გუნდიდან, რომელშიდაც ის თამაშობდა და აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი და აგრეთვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ კომპანია „მაკნატუნაში“ ისევ შემოვიდა შემოსავლების სამსახური და მოითხოვა დეტალური, აბსოლუტურად ყველანაირი საბუთების ამოღება კომპანიიდან,“- განაცხადა "მაკნატუნას" პიარ-მენეჯერმა დავით კუხიანიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100