ზუგდიდში სიტუაცია უფრო რთულდება - 21-ე საარჩევნო უბანზე "ოცნების" აქტივისტებმა შეურაცხყოფა ჟურნალისტებს და ოპოზიცის წევრებს მიაყენეს

ზუგდიდში სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. 21-ე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა. სავარაუდოდ, ქართული ოცნების“ აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

ისინი სამარშუტო ტაქსიში ჩასხდნენ და ტერიტორიიდან გაიქცნენ.

ცოტა ხნის წინ კი ვითარება ისე დაიძაბა საარჩევნო უბანზე, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ანი წითლიძეს ხელი ჰკრა.

წითლიძე აღნიშნული პირის დაკავებას ითხოვს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ცესკო-ს სამაგიდო სიები ნახეს.


კომენტარი