სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როენა ხუცურაულის სასამართლოზე შუქი ჩაქრა და პროცესი შეწყდა - "მამიდას" დაპატიმრებასთან დაკავშირებული კურიოზები არ წყდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე შუქი ჩაქრა და შესვენება გამოცხადდა. მოსამართლემ მანდატურებს დაბრკოლების აღმოფხვრა სთხოვა, მაგრამ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო ვერ გამოიძებნა.

შუქის ჩაქრობისას ადვოკატმა ხუცურაულს მიმართა და უთხრა, რომ "დენიც მის მხარეს არის". როდის განახლდება სხდომა, ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 8 მაისს თბილისში სულ 3 პირი დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100