სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება ამ წუთებში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე?

გურჯაანის სასამართლოში პოლიტპატიმარ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დავით კირკიტაძეს შს მინისტრ გახარიას მიერ მოწყობილი პროვოკაციის ფარგლებში ასამართლებენ.

მას პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებენ ბრალს და უკვე 100 დღეზე მეტია ციხეში ამყოფებენ.

ეს მაშინ, როდესაც იგივე დღეს, იგივე ინციდენტის დროს იგივე ბრალდებით დაკავებული მუსაევი გირაოთია გათავისუფლებული.

ამჟამად, პროკურორების მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა შორის არც ერთი არ არის სამოქალაქო პირი და ყველა პოლიციელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100