სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ დიღომში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

თბილისში, დიდ დიღომში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1 800 კვადრატული მეტრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100