"არ მომწონს, როდესაც გოგო ინიციატორია" - კალათბურთელი ნიკა დარბაიძე დრონი.ჯი-ს კითხვებს პასუხობს

ახალგაზრდა სიმპათიური კალათბურთელი ნიკა დარბაიძე, საზოგადოებისათვის შესამჩნევი ადრეულ ასაკში გახდა. სპორტსმენი საკმაოდ მონდომებული და წარმატებულია. ნიკა წლების განმავლობაში ესპანეთში იყო, სადაც სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა და იქ შეძენილი გამოცდილებით ახლა საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს.

დრონი.ჯი ახალგაზრდა სპორტსმენს დაუკავშირდა და მასთან ინერვიუ ჩაწერა.

-ნიკა, დრონი.ჯის მკიხველს შენი ავი უკეთ რომ გავცნოთ, მოგვიყევი შენს შესახებ.

- ვარ ნიკა დარბაიძე 21 წლის. დავიბადე ქალაქ გორში. კალათბურთი 8 წლის ასაკში დავიწყე, მამაჩემის ინიციატივით, რადგან პროფესიონალურად არა, თუმცა თამაშობდა. 15 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს და მთელი ოჯახი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. კლუბ „აკადემიაში“ გადმოვედი, რის შემდგაც დაიწყო ჩემი საკალათბურთო კარიერა. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როდესაც ესპანეთში წავედი სათამაშოდ. იქ დაახლოებით ორწელიწადნახევარი გავატარე. ვითამაშე კლუბ „ბასკონიაში“, „მურსიაში“, „მიერესში“. როდესაც „მიერესში ვიყავი“ საუკეთესო მოთამაშის ტიტული მივიღე ზედიზედ სამჯერ. ცხრამეტი წლის ასაკში დავბრუნდი თბილისში კლუბ „ოლიმპში“, რის შემდეგაც გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მეორე წელია ნაკრების ღირსებას ვიცავ.

-ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი ნელ-ნელ ყურადღების ცენტრში ექცევ, ხალხი თქვენს გაცნობას იწყებს და პოპულარული ხდები, როგორი დამოკიდებულება ქვს პოპულარობასთან?

- ჩემი აზრით, ყველა სპორტსმენს უნდა პოპულარობა და არა მხოლოდ... ჯერ-ჯერობით მე ეს დიდი დოზით არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, როგორც ეს სპორტი გახდება ჩვენს ქვეყანაში პოპულარული, ისე გავხდებით ჩვენც ყველა.

-როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა საქრთველოს ნაკრებს იმის რესურსი, რომ ოფლიო ასპარეზზე სახელი გაითქვას როგორც საუკეთესომ?

- დიახ, დიდი რესურსი აქვს, თუმცა ამისათვის საჭირობა უფრო მეტი ფინანსები სახელმწიფოსგან და მრავალფეროვანი პროფესიული განვითარება, ანუ - ხშირად უნდა ჩამოიყვანონ ტრენერები და გამოცდილება აგვიმაღლონ. რესურსი ძალიან დიდი გვაქვს, რაც სხვა ქვეყნებს უჭირთ... ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს.

-შენ რა პოზიციაზე თამაობ და ყოფილა თუ არა მომენტი, რომ ნაკრებისთვის გადამწყვეტი როლი გეთამაშა?

- რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები ბევრი ყოფილა. ბავშვობიდან, ჩემს კლუბში ლიდერი ვიყავი, ასეთი სიტუაციები ახლაც არის. სუპერ ლიგისთვის ძალიან პატარა ვარ, თუმცა მაინც ვახერხებ მსგავ თამაშებს, ყოფილა ისეთი მომენტები, რომ ჩემი ლიდერობით მოგვიგია თამაში. პოზიციით მსუბუქი ფორვარდი ვარ.

- გუნდში გამორჩეულად გრძნობ თავს?

- კი, ხშირად მიგვრძვნია. ყოველთვის ვერ იქნები ლიდერი, თუმცა თავს სულ ლიდერად გრძნობ და თუ გინდა იყო წარმატებული სპორტსმენი, ლიდერი უნდა იყო. ეს ყველას არ შეუძლია და ვგრძნობ, რომ მე შემიძლია, თუმცა ამას ბევრი შრომა და გამართლება სჭირდება.

-ძალიან ბევრი გოგო ცდილობს შენი გულის მოგებას, ეს გათამამებს?

- რა თქმა უნდა გათამამებს. ზოგადად, სპორტსმენებს რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, ეს ყველამ იცის და ძალიან კარგია. უფრო თავდაჯერებულობასა და სითამამეს გმატებს.

-როგორი დამოკიდებულება ქვს გოგონებან, რომლებსაც მოსწონხარ?

- ძალიან არ მომწონს, როდესაც გოგონა არის ინიციატორი, მაგრამ უკვე მივეჩვიე, რომ ეს ნორმალურია. უპასუხოდ არცერთი მათგანი დამიტოვებია, ვცდილობ შეძლებისდაგვარად ყურადღება მივაქციო, მაგრამ სერიოზული გრძნობა არ გამიჩნდება ასეთი გოგონას მიმართ.

-როგორი უნდა იყოს ქალი, რომელსაც შეიყვარებ?

- არადროს არ მყვარებია... ჯერ-ჯერობით ძიების პროცესში ვარ, წარმოდგენაც არ მაქვს როგორი შემიყვარდება. მთავარია ერთმანეთს კარგად გავუგოთ, შინაგანი შარმი და ეშხი უნდა ჰქონდეს.

-რომელია შენი ყველა წარმატებული თამაში?

- იყო ასეთი თამაში შარშან ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ. მოკლედ: თამაში ფრედ მიდიოდა და გადამწყვეტი ბურთი ჩავაგდე, ამ ემოიცას ვერ აღგიწერ... ძალიან მაგარი მომენტი იყო.

-აპირებ თუ არა ისევ უცხოეთში დაბრუნებას და სად უფრო მეტად გაფასებენ?

- ვფიქრობ, უცხოეთში... იმიტომ რომ გარეთ ხალხი გცნობს, გაჩერებს, სითბოსა და სიყვარულს გჩუქნიან. საქართველოში ეს გვაკლია და ძალიან გულდასაწყვეტია. რაც შეეხება წასვლას, ვგეგმავ აგვისტოს ბოლოს ისევ ესპანეთში.

-საშუალება რომ გქონდეს, ომელ გუნდში ითამაშებდი და რა პოზიციაზე?

- იმ პოზიციაზე რაზეც ახლა ვთამაშობ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ევრო ლიგას. არ მომწონს ამერიკის კალათბურთი, ევროპის კალათბურთი უფრო მისაღებია ჩემთვის.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო უძლიერესი კალათბურთელი. ჩემი აზრით, ძალიან რთულია იყო წარმატებული კალათბურთელი და პარალელურად სწავლასაც დაუთმო დრო, მაგრამ, გარკვეული გეგმები მაქვს სწავლაზეც. მე აუცილებლად ვისწავლი ფსიქოლოგიას...

კომენტარი