სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ლისი დეველოპმენტი (სსლისი ლეიქ დეველოპმენტმა) 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიათიბისი კაპიტალმაუზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა, ასევე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც ასევე გულისხმობს, რომ ფასიანი ქაღალდი მომავალში დაშვებული იქნება ფასიანი ქაღადლების საერთაშორისო დეპოზიტარი კომპანია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.)[1] სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისათვისაც.

კომპანიალისი დეველოპმენტიდაარსების დღიდან ამკვიდრებს საერთაშორისო სტანდარტებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, იქამდე სანამ კომპანია განათავსებდა საჯარო ობლიგაციებსლისი დეველოპმენტიგახდა პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესების და გამჭირვალობის გაზრდის კუთხით. ასევე, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ფასიანი ქაღალდები არიან არარეზიდენტი პირები, რაც დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის პროექტები აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, FMO- მიერ. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის,“ - აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა.

აღნიშნული ტრანზაქცია ყველაზე მსხვილი გარიგებაა კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „ლისი დეველოპმენტთანდა ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით,“ - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალისდირექტორმა.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 12,000,000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 8%-, რომლებიც ვადამოსული ხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 17 დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) მოზიდული სახსრების ნაწილით დაფინანსდება პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში; 2) გამოშვებული ობლიგაციების მეორე ნაწილი მოხმარდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰექტარი მიწის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’- ტერიტორიაზე ვილების მეორე უბნის შემდგომ განაშენიანებას.

ლისი დეველოპმენტიარის უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. 2018 წლის ივლისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას B+ რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „ლისი დეველოპმენტიერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. თიბისი კაპიტალი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100