წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

წავკისში სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე 1 ადამიანი უკვე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.


"ქრონიკის" ჟურნალისტის ცნობით, სავარაუდოდ, ახლა დაკავებულის გამოკითხვა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ბიძაშვილების მკვლელობით გუშინ დასრულდა. ცნობილია დანაშაულის მოტივიც.

როგორც ირკვევა, ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან. ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. როგორც გაირკვა, სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.

შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


წყარო: imedinews.ge

კომენტარი