USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომელებს გადამზადების კურსი ჩაუტარდათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების 64-მა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა. ტრენინგი სახელწოდებით „მომსახურების სრულყოფისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროექტ Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გადამზადების კურსი თბილისის, გორის, ბორჯომის, ზუგდიდის, ქუთაისის და სხვა ქალაქების იმ თანამშრომლებმა გაიარეს, რომლებიც ყოველდღე ტურისტებს ემსახურებიან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. ტრენინგის მიზანია საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელთათვის ეფექტური კომუნიკაციების, კლიენტთა მომსახურებისა და ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება.

კომენტარი