სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სირიაში საქართველოს მოქალაქე ადამ გუმაშვილი დაიღუპა

სირიაში 44 წლის პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად პანკისის სათემო რადიო "ვეიმ" გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორგანიზაციის ყოფილ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან და მისი გუნდის წევრად მიიჩნეოდა.

სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ გუმაშვილის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვლილის ცოლმა დღეს, დილით, სირიიდან შეატყობინა. ჯოყოლოში, გუმაშვილის ოჯახში სამძიმარს იღებენ.
როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა პანკისის სათემო რადიო "WAY"-ს უთხრეს, ადამ გუმაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ოჯახისთვის მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ის პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით, შვილი, 18 წლის სულთან გუმაშვილიც წაიყვანა. სულთან გუმაშვილი ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. იგი სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად, 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა.

2017 წლის ნოემბერში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამ გუმაშვილი იყო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100