ჯონი ჯანაშია: ქალბატონმა სალომემ სრულიად გარკვევით ილაპარაკა თავის ადგილზე იმ ურთიერთობაში, რაც შეიძლება იყოს პაციენტსა და ექიმს შორის

ჯონი ჯანაშია, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი: „ქალბატონმა სალომემ სრულიად გარკვევით ილაპარაკა თავის ადგილზე იმ ურთიერთობაში, რაც შეიძლება იყოს პაციენტსა და ექიმს შორის, საერთოდ ჯანდაცვის სისტემებს შორის და რა როლი შეიძლება იკისროს მან თავის თავზე.


ამაზე მე მივიღე საკმაოდ გარკვეული პასუხები, გარკვეული პასუხი მივიღე იმ კითხვაზე, რომელიც უშუალოდ მე მქონდა და შეეხებოდა ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და ეს იყო ჩემთვის ის მისაღები პასუხი, რაც აინტერესებს მთელს მოსახლეობას და განსაკუთრებით კი, სამედიცინო სამყაროს. რატომ ვუჭერ მე მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

მიაქცევდით ალბათ ყურადღებას სხვა პრეზიდენტობის კანდიდატების ამ საარჩევნო მარათონს და ყველას აქვს აგებული ერთმანეთის გინებაზე, ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე, გარდა ქალბატონი სალომესი, რომელიც არის გაწონასწორებულის ეტალონი და ჩემთვის არის ის ადამიანი, რომლის პირადმა შემართებამ, ერუდიციამ და განათლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები მაშინ, როდესაც ეს იყო ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ“,- განაცხადა ჯონი ჯანაშიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ

კომენტარი