სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.


ზურაბიშვილმა ექიმებისგან ჯანდაცვის სფეროში არსებულიპრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი სტატისტიკაა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მედიცინის სფეროს განვითარებისთვის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. „ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ისნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაც არსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეასქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფრო განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არისძალიან დიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი