სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა"

რატი იონათამიშვილი:

თითოეულ ჩვენთაგანს ერთი საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამის მისაღწევად ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტიელბის მიღების გარდა, გაგვაჩნია სხვა ვალდებულებაც - დავაკვირდეთ და შევაფასოთ ნებმისმიერი ისეთი მოვლენა და პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება.

ერთია, რომ არ შეიძლება, თუნდაც, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთლიანად სამოქალაქო სექტორის სახელით ილაპარაკოს, რადგან ეს მანდატი დგინდება რეიტინგით, საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით და არა გრანტების მოცულობით; მეორე კი, ვფიქრობ, დანაშაულია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიცია, შეფასებები, საქმიანობა უნისონში მოდის ერთმანეთთან, ხშირად ატარებს ორმაგი სტანდარტის ხასიათს და ფაქტობრივად, ერთ მთლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება. ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც მენტალურად ისევ წარსულში რჩება, საჯაროდ ემუქრება ყველას, ვინც მისი პარტიის მხარდამჭერი არ არის, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართავს და საკუთარ მხარდამჭერებს მასობრივი აგრესიისკენ მოუწოდებს. ამ ფაშიზმის ნაწილია, როცა შენ, ვისაც უფლებადამცველის ამბიცია გაქვს, არ ახდენ მის შეფასებებს, რითაც ამ მოწოდების თანამზრახველი ხდები. გვარამია ვიცით ვინც არის, რას წარმოადგენს და არც ის გვიკვირს, რატომ არის ფაშისტურ ისტერიაში და აგონიაში ჩავარდნილი დღეს, მაგრამ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს არ აქვთ უფლება მსგავს მოწოდებებს მშვიდად რომ შეხვდნენ.

ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა. შეიძლება ის ყოველთვის არ იყოს ობიექტური, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა არ არსებობს სუბიექტურობის გარეშე, მაგრამ ეს სუბიექტურობა უნდა ემსახურებოდეს ისევ ჩვენს ხალხს, ქვეყანას და არა პოლიტიკურ პარტიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100