სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: სადაო ვიდეო ჩანაწერები არ არის ავთენტური, მათზე დიდი რაოდენობის ცვლილებები დაფიქსირდა

ამონარიდი სამხარაულის ეროვნბული ბიუროს დასკვნიდან:

"ვინაიდან კომპლექსური გამოკვლევით დადგინდა, რომ სადავო ვიდეო ჩანაწერები არ არის ავთენტური და მათზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მონტაჟის კვალი, მეთოდიკის თანახმად მათზე საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარება შეუძლებელია.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ვიდეო ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისათვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. მონტაჟის მონაკვეთები დეტალურად აღნიშნულია დანართის ნაწილში.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება რედაქტირების კვალი, კერძოდ სპეციალური რედაქტორების/პროგრამების გამოყენებით მათზე დადებულია სხვა ფონოგრამებიდან აღებული ფონი, თითოეული სადავო ფონოგრამის გარკვეული ნაწილები არის გადაადგილებული, ზოგან ჩასმული სხვა ფონოგრამიდან ან ფონოგრამებიდან, ზოგან კი ამოჭრილია გარკვეული მონაკვეთები.

რედაქტირებების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შერჩევითი ფიქსაციის გზით შეცვლილი შინაარსის ფონოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნა კოპრესიის გზით ვიდეო ჩანაწერებთან. ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდეგნილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი".

კომენტარი