სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ყიფიანი აღიარებს, რომ ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა

ლევან ყიფიანი აღიარებს, რომ ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა.

"ოქუაშვილის პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ რომ მე გამუდმებით მოვთხოვდი და ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და მე მას ვახსენებდი რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხამრებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების და ის ხაზგასმით აღნიშნავდა რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ იგი მიყვება, რომ ის პრობლემები რომელიც მას წარმოექმნა და მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი, ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს იყო არ ვიცი, ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და მისი მხარდამჭერი ვყოფილიყავი ბოლომდე - მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა. მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ. ის ჩანაწერებიც კი დამონტაჟებულია“.

რა თქმა უნდა მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, რა თქმა უნდა მე მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა მე ის ხელშეკრულება, რომელიც ქართული ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა თქმა უნდა სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და გეუბნებით რომ მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი, რომლის უშუალო მონაწილეობა იქნებოდა ამ საქმეების მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100