გია აბაშიძე - ოპოზიციამ შესაძლოა ცესკოს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს, რადგან მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია, შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი.

აბაშიძის აზრით, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეეძლო სულ სხვა სახით მოეხდინა ამ სიის კომპრომეტირება. მაგალითად, მხარდამჭერთა სიაშიმკვდარი სულებისმასობრივად შეყვანით.

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ და ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ცხადია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები და მაღალი ალბათობით, ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდასახელმწიფო ხალხისათვის“, ახალი საქართველოს“ , თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში და ის უბრალოდ ჩაწერეს, როგორც .. მხარდამჭერი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.“- განაცხადა გია აბაშიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, ოპოზიციური გაერთიანებაძალა ერთობაშიაიმდენად შორს წავიდეს, რომ ამომრჩეველებზე ზეწოლის მიზნით, ცესკოს ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოყვანა- გავრცელებაც დააბრალოს.

კომენტარი