სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სურათზე გამოსახული ხელებშეკრული პიროვნება არის გიორგი ბაქრაძე, მცხოვრები ქ. ქარელში. სურათებზე აღბეჭდილია გ. ბაქრაძე დაკავებამდე, დაკავების დროს და დაკითხვის დროს ივნისის თვეში.

ქვედა რიგში ფოტოებზე აღბეჭდილია ნიკოლოზ კვინტრაძე აქციაზე და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში.

ფოტოების შედარება ცხადად აჩვენებს, რომ ფოტოებზე აღბეჭდილია ორი სხვადასხვა პიროვნება.

ბაქრაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას მისცეს ჩვენება და დაადასტურეს, რომ სურათზე სწორედ ეს პიროვნებაა აღბეჭდილი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კვინტრაძე გარდაცვლილია დენის დარტყმის შედეგად.

შსს-მ მას-მედიას გადასცა გიორგი ბაქრაძის საკონტაქტო მონაცემები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100