სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა - დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. „კურიერისინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.

უწყების ცნობით, 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100