კომპანია HERBALIFE-ის ექსპერტი ალექსანდრ მარტინჩუკი: მითები წონის დაკლების შესახებ - ვამსხვრევთ და ვმოქმედებთ

უამრავი ადამიანი ოცნებობს ზედმეტი წონის მოცილებაზე, მაგრამ არც თუ ისე ბევრი აღწევს ამ მიზანს. ცხოვრების თანამედროვე რიტმი დიდ დროს გვართმევს - ვცდილობთ დავზოგოთ წუთები აქაც და იქაც, არ მივმართოთ სპეციალისტებს, და საბოლოოდ ვხდებით „დიდი ექსპერტები“ საკუთარი თავისთვის ყველა სფეროში. წონის დაკლების თემა ამ რეიტინგში ალბათ პირველ ხაზზეა. დავძვრებით ინტერნეტში და თითქოს ვპოულობთ კიდეც სწორედ „საკუთარ“ დიეტას, როგორც ჩვენ გვგონია, მაგრამ საბოლოოდ სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ. დიეტოლოგი, გასტროენტეროლოგი და ამავე დროს კომპანია HERBALIFE-ის ექსპერტი ალექსანდრ მარტინჩუკი დაგვეხმარება, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ და ფარდას ახდის ყველაზე მეტად გავრცელებულ მითებს წონის დაკლების შესახებ.

მითი 1: უნდა ვჭამოთ ცხიმგაცლილი პროდუქტები და შაქრის შემცვლელი

ადამიანებს შეცდომით ჰგონიათ, რომ ასეთი საკვები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და წონის დაკლებას უწყობს ხელს. სინამდვილეში მწარმოებლები ერთი სახის კომპონენტებს ხშირად ცვლიან სხვა სახის კომპონენტებით, მაგალითად - ხელოვნური დამატკბობლებით ან სხვა მავნებელი შემადგენლებით. მსგავსი დანამატები სინამდვილეში სხეულის მასას, მის გარშემოწერილობას და ცხიმის მარაგებს ზრდიან. ისინი აღვივებენ მადას და გვაიძულებენ უფრო ხშირად ვჭამოთ, ახდენენ ტკბილისადმი მიდრეკილების პროვოცირებას, რაც საბოლოოდ სიმსუქნემდე მივყავართ.

მითი 2: უფრო ცოტა და უფრო იშვიათად უნდა ვჭამოთ

სწრაფი გახდომა იწვევს ორგანიზმის სტრესს. ამიტომ შიმშილი რეკომენდებული არ არის, უნდა დავიცვათ დანაწევრებული კვების პრინციპები - ვჭამოთ 5-6-ჯერ დღეში, მაგრამ ცოტ-ცოტა. რაც უფრო დიდხანს შიმშილობთ, უფრო მეტია იმის შანსი, რომ ორგანიზმი ენერგოდაზოგვის რეჟიმში გადავა და პირველივე მოხერხებულ შემთხვევას გამოიყენებს ცხიმების დაგროვების მიზნით. გარდა ამისა, პორციების მოცულობის შემცირებით, ჩვენ უფრო ნაკლები ოდენობით მივიღებთ ვიტამინებს, მინერალებს, რაც საბოლოოდ არაკეთილსაიმედოდ აისახება მთელი ორგანიზმის მუშაობაზე. ხშირად გახდომის ასეთი მეთოდები მთავრდება ჩავარდნებით, ნივთიერებების ცვლის დარღვევით და წონის დაბრუნებით. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, აუცილებელია კვების ყოველდღიური რეჟიმის მოფიქრება, და ყველაზე მთავარია, რომ საკუთარი თავისთვის სწორი წასახემსებლები მოვიფიქროთ, მაგალითად, ფორმულა 1 ექსპრესი ცილებიანი ბატონი HERBALIFE-სგან, რომელიც თქვენს ორგანიზმს ცილების საჭირო პორციით უზრუნველყოფს და შიმშილის შეგრძნებას დააცხრობს. ასეთი წახემსება მოსახერხებელია გამოსაყენებლად, შესაბამისად, იოლია მისი გამოყენება ხანგრძლივ პერსპექტივაში და გარდა ამისა, სწორედ ცილა არის კვების ერთერთი კომპონენტი, რომელიც ყველაზე უკეთესად უმკლავდება შიმშილის შეგრძნებას.

მითი 3: ცხიმები სიმსუქნეს იწვევს

ეს მოსაზრება ნაწილობრივ სწორია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვესაჭიროება გარკვეული ოდენობის ცხიმები, თანამედროვე საკვები არც თუ ისე იშვიათად ზემდეტადაა გაჯერებული ამ ცხიმებით. შედეგად, ჩვენ ვიღებთ იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე მისი დახარჯვა შეგვიძლია. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტრანსცხიმებს (სახეცვლილი მცენარეული ცხიმი), რომელიც საკონდიტრო ნაწარმის, მარგარინების და ზოგიერთი სხვა - ხშირად გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობაში შედის, ეს ცხიმები ყველაფერთან ერთად სერიოზულ რისკებსაც შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სასარგებლო ცხიმებიც, რომლებიც ზღვის და ოკეანის თევზის, ნიგვზისა და თხილეულის და მცენარეული ზეთების შემადგენლობაში შედის. საბოლოოდ, შედეგისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხარისხობრივი და რაოდენობრივი ბალანსის დაცვა ამ მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტის მიმართ.

მითი 4: პოლიეთილენის შემოხვევა და თბილი ტანისამოსი ცხიმის სწრაფად დაწვაში დაგვეხმარება

დაკარგული ერთი ლიტრი წყალი არ ნიშნავს დაკარგულ ერთ კილოგრამ ცხიმს. თეორიაში სხეულის გასათბობად საჭიროა ენერგია, რომელიც დაიხარჯება არა მარტო ნახშირწყლების, არამედ ცხიმების ხარჯზეც. როდესაც ადამიანები მსგავს რჩევებს უჯერებენ, ხშირად ისინი სხეულის ასეთ შეფუთვას სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვებსაც უმატებენ. შედეგად უყურადღებოდ რჩება ის მომენტი, რომ ენერგია შეიძლება წარმოიქმნას ასევე ცილების დაშლის შედეგადაც და გარდა ამისა, მკვეთრად იზრდება დატვირთვა გულსისხლძარღვთა სისტემაზე. შედეგად, ასეთი საეჭვო ეფექტისთვის შესაძლოა მოგვიწიოს ძალიან მაღალი ფასის გადახდა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

მითი 5: სპორტული ვარჯიშები დიეტის გარეშეც დაგვეხმარება წონის დაკლებაში

გახსოვდეთ, რომ ენერგიის შემოდინება მის ხარჯვას უნდა უტოლდებოდეს, სწორი კვების გარეშე სპორტული ვარჯიშები მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს. კუნთოვანი მასის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია ელემენტარული დიეტა. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ არასწორად შერჩეული დატვირთვა უფრო წონის მომატებას იწვევს, ვიდრე მის დაკლებას.

მითი 6: არ ვჭამოთ საღამოს ექვსი საათის შემდეგ

შეჭამთ თუ არა სწორედ 18:00 საათის შემდეგ, ეს პირველ რიგში თქვენი ცხოვრების რიტმზეა დამოკიდებული. ექსპერტების უმეტესობა იმ აზრისკენ იხრება, რომ საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს ძილის მომენტამდე 3-4 საათით ადრე. მაგრამ ეს მიღება უნდა იყოს. თუმცა ბიოლოგიური რიტმების გათვალისწინებით, ვახშამი არ უნდა იყოს ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი საკვების მიღება მთელი დღის განმავლობაში. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შინ დაბრუნებისას უამრავი ადამიანი მუდამ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიქცეს, რომ მისი ვახშამი არა მარტო მსუბუქი, არამედ სასარგებლოც იყოს. სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, რაც ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან სადღაც ორ წუთში შეგიძლიათ მოიმზადოთ თქვენთვის ასეთი ვახშამი პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1-ის დახმარებით და არ შეგეშინდეთ იმის, რომ ნახევარი საათის შემდეგ კვლავ მოგშივდებათ, რადგან კოქტეილი რამდენიმე საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაყროვანების შეგრძნებას. ეს კოქტეილი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ეფექტს აერთიანებს. აქვს დაბალანსებული შემადგენლობა, მსუბუქია შესათვისებლად და არ გადატვირთავს ორგანიზმს ძილის წინ. შედეგად, პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1 იდეალურად შეეზრდება ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმსა და მოთხოვნილებებს და უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას ძილის პერიოდში.

მითი 7: წონის დაკლების მიზნით უნდა ვჭამოთ მხოლოდ ბოსტნეული და ხილი

როგორი დიეტები აღარ გამოიყენება დღესდღეობით წონის დაკლების მიზნით. მათ შორის ბევრი ექსტრემალური დიეტაცაა. მათ ყველას აერთიანებს ერთი თვისება - ეს დაბალკალორიული დიეტებია. ამ თვალსაზრისით, ბოსტნეულსა და ხილზე გადასვლამ შესაძლოა შედეგიც გამოიღოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მედალს აქვს თავისი მეორე მხარეც - ხილი შეიცავს დიდი ოდენობით შაქარს და ხილის მჟავებს, რაც შიმშილის შეგრძნების გაძლიერებას უწყობს ხელს. ენერგიის ეს მსუბუქი და ხელმისაწვდომი წყარო მოითხოვს მუდმივ ხარჯვას, შესაბამისად, ფიზიკური აქტიურობის მაღალ დონესაც, რაც დაუშვებელია სასტარტოდ სხეულის დიდი მასის მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც არც თუ ისე იშვიათად უკვე აქვთ პრობლემები ნახშირწყლების ცვლასთან მიმართებაში. ამიტომ, წონის დაკლების მიზნით უმჯობესია ცილოვანი საკვების შერჩევა. თუმცა ბოსტნეულსა და ხილზე მთლიანად უარის თქმაც არ ღირს, რადგან ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ უჯრედისს შეიცავენ.

როგორც ვხედავთ, სტერეოტიპები წონის დაკლების თაობაზე შეიძლება არც ისე უვნებელი იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ უფრო ინტენსიურ გახდომასა და მოხდენილი და მწყობრში მყოფი სხეულის შეძენაში.

კომენტარი